Neil Armstrong - First Television Interview

Tuesday, May 25, 2010

კოსმოსური ფილმები


ფილმის ინდუსრტიაში დიდი ადგილი ეთმობა ფანტასტიკური ჟანრის კინემატოგრაფიას.კოსმოსის თემატიკაზე გადაღებულია უამრავი ფილმი, მათ შორისაა "მარსის პრინცესა", "მთიანეთის დამპყრობლები", "ყველაფერი კოსმოსზე" და ა.შ. გარდა მხატვრული ფილმებისა არსებობს დოკუმენტური კოსმოსური ფილმები.ერთ–ერთი ასეთი შედევრია: The Space movie – კოსმოსური ფილმი.
კოსმოსური ფილმი (ინგ.: The Space Movie) - 1979 წლის დოკუმენტური ფილმი, გადაღებული რეჟისორ ტონი პალმერის მიერ ნასას დაკვეთით. იგი ეძღვნება ხომალდ აპოლო 11-ს მთვარეზე დაშვებას.
1980 წელს ფილმი გამოვიდა კინოთეატრებში, 1983 წელს - ვიდეოკასეტაზე, ხოლო 2007 წელს - DVD დისკზე. მასში შეტანილია მაიკ ოლდფილდის მუსიკა.


ინფორმაციის წყაროები: ვიკიპედია

That's one small step for a man, one giant leap for mankind



ეს ცნობილი გამონათქვამი ეკუთვნის ასევე ცნობილ პიროვნებას ნილ არმსტრონგს. მოგაწვდით ცოტაოდენ ინფორმაციას მისი ცხოვრების შესახებ.

ბიოგრაფია

ნილ არმსტრონგი (ინგლ। Neil Armstrong) (და აგვისტო, 1930, უაპაკონეტი, ოჰაიოს შტატი), აშშ-ის კოსმონავტი მფრინავი, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერი. სპეციალობით ავიაციის იმჟინერი.აქვს აერონავტიკის ბაკალავრის და აეროკოსმოსური კვლევების მაგისტრის ხარისხი.1947–1952 წლებში მსახურობდა საზღვაო ავიაცაში. 78 საბრძოლო გაფრენა კოერის ომში. 1972–1979 წლებში იყო აეროკოსმოსური კვლევების პროფესორი ცინცინატის უნივერსიტეტში. 1962 წელს მიიღო ასტრონავტის სტატუსი. 1966 მარტში იყო ხომალდის „ჯემინი 8“ მეთაური. 1969 წელს იყო „აპოლო 11“-ის მეთაური, პირველი ადამიანი რომლმაც ფეხი დადგა მთვარის ზედაპირზე.

კარიერა
1962 წელს არმსტრონგი შერჩეული იქნა NASA-ს მიერ,1969 წელს ხელმძღვანელობდა მისიას „აპოლო 11“ ედვინ ალდრინთან (მთვარეზე დასაჯდომი კაპსულა „არწივის“ პილოტი) და მაიკლ კოლინთან (მმართველ ხომალდ „აპოლო 11“-ის პილოტი) ერთად. „აპოლო 11“-მ დატოვა კენედის კოსმოსური ცენტრი (ფლორიდა) 16 ივლისს 1969 წელს და 4 დღეში, 20 ივლისს დაეშვა მთვარის ზედაპირზე, ე. წ. „წყნარ ზღვაზე“ მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს ტელევიზორში. მთვარეზე დასაჯდომი კაფსულიდან „არწივი“ ნილ არმსტრონგი გამოდის ხაზზე: „ ჰიუსტონ, წყნარი ზღვის ბაზა. არწივი დაჯდა...“
21 ივლისს 1969 წ დილას არმსტრონგი ჩამოდის ხომალდიდან 2 საათსა 56 წუთსა და 15 წამს UTC და პირველი დგამს ფეხს მთვარეზე. ამ დროს იძახის ისტორიულ სიტყვას:
„That's one small step for man, one giant leap for mankind.“
„ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის.“
15 წუთის შემდეგ მას უერთდება ედვინ ალდრინი, რომელთან ერთადაც აღმართავს აშშ-ს სახელმწიფო დროშას। შემდეგ გააგრძელეს მთვარის გარშემო ტრიალი მესამე ასტრონავტ მაიკლ კოლინთან ერთად. ამ 3 ასტრონავტს შორის არმსტრონგი არჩეული იქნა პირველ კაცად, რომელსაც მთვარეზე უნდა გაევლო, რადგან იგი ჩვეულებრივი მოქალაქე იყო და არა სამხედრო როგორც მისი ორივე თანაშემწე. არმსტრონგმა მთვარეზე გაატარა 2 ს და 31 წ, გაიარა 250 მ. დედამიწაზე დაბრუნდნენ 24 ივლისს, თან წამოიღეს რამდენიმე ქვის ნატეხი შესასწავლად.


ინფორმაციის წყარო: ვიკიპედია